კონკურსები

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კონკურსი მათემატიკაში
„ მოაზროვნე დებულება
მიზანი
1. დაწყებით კლასებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება;
2. დაწყებითი საფეხურის II - IV კლასებში მათემატიკის ცოდნის დონის განსაზღვრა;
3. დამოუკიდებლად მუშაობის  უნარ–ჩვევების გამომუშავება;
4. ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
5. მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა;
6. ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება;
7. მოსწავლის თვითრწმენის გაზრდა;
8. ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის გამოცდილების შეძენა;
ორგანიზატორი
კონკურსი ტარდება წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით.
კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით იქმნება კონკურსის ჟიური ადმინისტრაციის, მათემატიკისა და დაწყებითი სწავლების კათედრის წევრების მონაწილებით.
შინაარსი
            კონკურსი „ მოაზროვნე“ ტარდება სკოლის მასშტაბით. ორ ტურად II - IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. პირველ ტურში მონაწილობს ყველა მოსწავლე აღნიშნული კლასებიდან. მე–2 ტურში მონაწილეობას განაგრძობს მოსწავლე, რომელიც გადალახავს 35%-იან ბარიერს. ანუ ამოხსნის მიცემული  დავალებიდან მესამედს.  
ტესტი შედგება: სულ - 10 ამოცანაისაგან.  8 „1 ქულიანი“, 2 „2 ქულიანი“. მაქსიმალური ქულა 12. ბარიერი 4 ქულა.
კონკურსის პირობები
კონკურსის ჩატარების ადგილი: წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა.
კონკურსის ეტაპები:
I  ეტაპი – საკლასო ( 2018 წლის 5 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით)
II  ეტაპი  – სასკოლო (2018 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით)

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

კონკურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი საგაკვეთილო საათით;

დაჯილდოება

1
11-12 „+“(ქულის)  მფლობელს
I ხარისხის დიპლომი
2
9-10 „+“ მფლობელს
II ხარისხის დიპლომი
3
7-8 „+“ მფლობელს
III ხარისხის დიპლომი
4
ყველა მე-2 ტურში გადასული
სიგელი



  




 დავალებები მოიცემა შემდეგი ინსტრუქციით:
I ტური
პირველი ტურის ტესტური საკითხები ეყრდნობა ესგ–თი გათვალისწინებულ კონკრეტული კლასის მისაღწევს შედეგებს და გათვლილია მთლიანად საპროგრამო მასალაზე;
შედგება 10 საკითხისაგან:
საკონკურსო ტესტი მოიცავს 10 შეკითხვას.  მათ შორის 5 ამოცანა მოცემულია ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე კითხვებით. თითოეული კითხვის შეფასება ხდება 1-1 „+“, ხოლო ამოცანის ამოხსნა 2 „+“-ით.შესაბამისად პირველი 5 ამოცანა თითოეული 4 „+“. შემდეგი 5 ამოცანა თითოეული 2 „+“. რაც სულ, მაქსიმალური 30 „+“. მოსწავლე მე-2 ტურში გადავა, რომელიც დააგროვებს 10 „+“ს.

პირველი ტური ჩატარდება 2018 წლის თებერვლის პირველ კვირას.
მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში.

II ტური

 მეორე ტურის დავალება 8 ამოცანისგან შედგება.
მათ შორის 4 არის ტესტური, ასარჩევი პასუხებით. ფასდება 1(+)
4 ამოცანა კი მსჯელობა-დასაბუთებას მოითხოვს; ფასდება 2(+)

მეორე ტურის მაქსიმალური შედეგი  არის 12 (+);

მეორე ტურში გადასული ყველა მონაწილე მიიღებს სიგელს, თუმცა მაღალი ქულის მფლობელი მონაწილეები მიიღებენ : I, II და III ხარისხის დიპლომებს.
I ხარისხის დიპლომს მიიღებს მოსწავლე, რომელიც დააგროვებს 11 ან 12 (+);
II ხარისხის დიპლომს მიიღებს მოსწავლე, რომელიც დააგროვებს 9 ან 10 (+);
III ხარისხის დიპლომს მიიღებს მოსწავლე, რომელიც დააგროვებს 7 ან 8 (+);
ყველა დანარჩენი მე-2 ტურში გადასული მონაწილე მიიღებს სიგელს.
დაჯილდოება

1
10-11 „+“  მფლობელს
I ხარისხის დიპლომი
2
9-10 „+“ მფლობელს
II ხარისხის დიპლომი
3
7-8 „+“ მფლობელს
III ხარისხის დიპლომი
4
1-6 „+“ მფლობელს
სიგელი



  


კონკურსის დავალებები ორიენტირებულია შემდეგ სააზროვნო უნარებზე,

·         მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
·         დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების განვითარება.
·         ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის
·         ვარაუდის გამოთქმა და კერძო შემთხვევებში მისი კვლევა;
·         არსებითი თვისებებისა და მონაცემების გამოყოფა;
·         დამტკიცების, დასაბუთების ხერხის შერჩევა (მაგალითად. დასაბუთებისას საწინააღმდეგოს დაშვების
·         მეთოდის გამოყენება, ევრისტული მეთოდის გამოყენება);
·         გამონაკლისი შემთხვევების აღნიშვნა და მათი განზოგადების არამართებულობის დასაბუთება
·         კონტრმაგალითის მოძებნით.
·         მოცემული მოდელის გაანალიზება და შეფასება, კერძოდ, მისი მოქმედების არეალისა და მოდელის
·         ადეკვატურობის დადგენა; შესაძლო ალტერნატივების განხილვა და შედარება.
·         ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა;
·         პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში (მაგალითად
·         როდესაც პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა განსაზღვრული);
·         კომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა
·         (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმია:

v  ამოცანის მონაცემების ორგანიზება
v  ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ამოცანის ტექსტიდან
v  ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა
v  საძიებელი სიდიდეების გამოყოფა
v  საძიებელი სიდიდეებისათვის ასოითი აღნიშვნების შემოღება
v  მათემატიკური ობიექტებისა და პროცედურებისათვის სწორი აღნიშვნების გამოყენება
v  ამოხსნის გზის მოძებნა
v  ამოცანის ამოხსნის ხერხის მოძებნა
v  ამოცანის ამოხსნა და პასუხის მიღება
v  სწორადაა მიგნებული საძიებელი უცნობი რიცხვი
v  გამოთვლები სწორადაა ჩატარებული
v  სწორადაა ამოხსნილი გეომეტრიული ამოცანები

ზოგადი წესები და ინსტრუქციები კონკურსში  მონაწილეთათვის

v  კონკურსის  პირველი ტური ჩატარდება საკლასო ოთახში.
v  დაუშვებელია კონკურსზე მობილური ტელეფონის, კალკულატორის შეტანა.
v  მონაწილემ უნდა მიუთითოს სწორი პასუხი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოსახულება ან დასაბუთება მსჯელობით, რითაც სწორ პასუხამდე მივიდა.
v  ტესტირებისას აკრძალულია გადალაპარაკება, ნივთების გაცვლა, თხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო გამეორების შემთხვევაში მოიხსნება კონკურსიდან;
v  ტესტი ივსება ლურჯი ან შავი პასტით.
v  საკონკურსო ტესტი მოიცავს 10 შეკითხვას.  მათ შორის 5 ამოცანა მოცემულია ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე კითხვებით. თითოეული კითხვის შეფასება ხდება 1-1 „+“, ხოლო ამოცანის ამოხსნა 2 „+“-ით.შესაბამისად პირველი 5 ამოცანა თითოეული 4 „+“. შემდეგი 5 ამოცანა თითოეული 2 „+“. რაც სულ, მაქსიმალური 30 „+“. მოსწავლე მე-2 ტურში გადავა, რომელიც დააგროვებს 10 „+“ს.
v  პირველი ტურის ბარიერი – 30% ანუ 10 „+“.
v  მეორე  ტურში გადავა მოსწავლე რომელიც გადალახავს ბარიერს.
v  ტესტირების ხანგრძლივობაა 45 წუთი;

v  კონკურსის შედეგები გამოცხადდება 1 კვირაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий